ონლაინ შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით. მიწოდების სერვისით სარგებლობა
ფასიანია, რაც მითითებულ იქნება ყოველი კონკრეტული ნივთის ყიდვის შემთხვევაში.
ნივთის ყიდვის შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ სამუშაო საათებში (ორშაბათი-
პარასკევი) და შეათანხმებს დროს მყიდველთან. თუ აღნიშნულ დროს მყიდველი არ იქნება მის
მიერ მითითებულ მისამართზე კომპანია ნივთს აბრუნებს „დგამი“-ს ცენტრალურ საწყობში
ქ. თბილისი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. №81. მყიდველი ვალდებულია სწორედ ამ მისამართიდან
გაიტანოს შეძენილი ნივთი.
თბილისის მასშტაბით მიწოდების მაქსიმალური პერიოდი 3 სამუშაო დღეა. რეგიონებში მიწოდება მოხდება მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში****
ავეჯი გაიცემა შეფუთულ მდგომარეობაში;
* თბილისის მასშტაბით 1000 ლარამდე შეძენილი ავეჯის სართულებზე ატანა და აწყობა არ შედის მომსახურებაში;
* თბილისის მასშტაბით 1000 ლარზე მეტი ღირებულების ავეჯის შესყიდვის შემთხვევაში მოქმედებს აწყობის სერვისი; (ლიფტის დაზიანების/არ არსებობის შემთხვევაში სართულებზე ატანა არ შედის მომსახურებაში);
* რეგიონებში მიწოდებული შეკვეთის სართულებზე ატანა და აწყობა არ შედის მომსახურებაში.
მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით შეამოწმოს მიღებული ნივთები და
მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტს. მიღება-ჩაბარების
დოკუმენტზე ხელის მოწერით ადასტურებს ჩამოთვლილი პროდუქციის სრულად და უნაკლოდ მიღებას.
* პროდუქციის შეძენამდე მარაგი უნდა გადაამოწმოთ ოპერატორთან.
მიტანის სერვისის ფასებია:
1. თბილისის მასშტაბით 15 ლარი;
2. რეგიონებში განისაზღვრება ნივთის მოცულობისა (წონა/ზომა) და ადგილმდებარეობის მიხედვით.